Back to Jobs

დისტანციური მომსახურების მენეჯერი დღე/ღამე (1/2 განაკვეთი)

Remote, USA Full-time Posted 2026-06-15

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა შენ, როგორც დისტანციური მომსახურების მენეჯერი: უპასუხებ შემომავალ ზარებს და გაუწევ ხარისხიან მომსახურებას მომხმარებლებს; სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით დაადგენ მათ საჭიროებებს; მოუსმენ, გააანალიზებ და დაეხმარები მათ საკითხების ეფექტურად მოგვარებაში; აქტიურად ჩაერთვები ინდივიდუალური და გუნდური მიზნების მიღწევის პროცესში. შენ გექნება შესაძლებლობა: შეისწავლო საბანკო პროდუქტები და პროცესები; მიიღო შენთვის საინტერესო ცოდნა და გამოცდილება საბანკო სექტორში; კარიერული განვითარების შესაძლებლობა მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, შენს ინტერესებსა და მიმართულებაზე დაყრდნობით; გაეცნო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებს, რომელიც დაგეხმარება ყოველდღიური სამუშაოს შესრულებაში; იმუშავო პროფესიონალ ადამიანებთან ერთად გუნდურ გარემოში. ჩვენ გთავაზობთ: დისტანციურ სამუშაო ფორმატს, სადაც მოგეცემა საშუალება იმუშაო სახლიდან, ოფისიდან ან ნებისმიერი შენთვის მოსახერხებელი ლოკაციიდან; ანაზღაურებად ტრენინგს სამუშაოს დაწყებამდე; სასწავლო პლატფორმებს და განვითარების მრავალ შესაძლებლობას; დამატებით ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევა, well-being აქტივობები, შიდა შეთავაზებები, ფონდი „თიბისელები“ და სხვა. კვალიფიკაცია ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: გამოტივირებს სხვების დახმარება და მათი გამოცდილების გაუმჯობესება; გაქვს ძლიერი კომუნიკაციის უნარი და შეგიძლია პროფესიონალიზმის შენარჩუნება რთულ სიტუაციებშიც; ხარ განვითარებაზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური და მზად მუდმივი სწავლისთვის; გინდა განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება; AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27

  • 1998;

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მდებარეობა/Location: სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: არასრული სამუშაო დღე Apply To This Job

Similar Jobs

Technico Commercial Itinérant (H/F)

Remote, USA Full-time

Network Technician

Remote, USA Full-time

Assistant Branch Manager Workers Compensation

Remote, USA Full-time

Case Manager (Full-Time) - Utilization Management

Remote, USA Full-time

Project Engineer: Solar and Energy Storage

Remote, USA Full-time

Director (FINS)

Remote, USA Full-time

Named Account Manager

Remote, USA Full-time

Associate Professor- DNP Program

Remote, USA Full-time

Lektor / Korrektor (m/w/d)

Remote, USA Full-time

Remote Freelance Copywriter | French | B2B Communities

Remote, USA Full-time

Director - DAS Suite Product Management

Remote, USA Full-time

Property Technical Specialist, Insurer Management Services/Spécialiste technique, Assurance biens – Services de gestion des assureurs, REMOTE (Anywhere in Canada)

Remote, USA Full-time

Proofreader, Flexible Hours

Remote, USA Full-time

Employment & Workplace Attorney (NC & SC) Remote / Freelance - North and South Carolina based

Remote, USA Full-time

Experienced Remote Live Chat Agent – Delivering Exceptional Customer Support from the Comfort of Your Home Office

Remote, USA Full-time

Remote Healthcare Customer Service Representative – Compassionate Patient Support & Insurance Assistance at arenaflex

Remote, USA Full-time

Experienced Customer Support Associate – Remote Jobs at arenaflex

Remote, USA Full-time

Design Team Leader (Web Design)

Remote, USA Full-time

Experienced Remote Data Entry Clerk – Patient Information and Administrative Record Management

Remote, USA Full-time

Security Analyst I job at Iridium in McLean, VA, Tempe, AZ, Chandler, AZ

Remote, USA Full-time